
- ივლისი 25, 2025
ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრი
ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე სპორტულ ინფრასტრუქტურას თბილისის ზღვის მიმდებარედ. ცენტრი შეიქმნა პროფესიული და მოყვარული ფეხბურთელების განვითარებისა და მზადებისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
კომპლექსში განთავსებულია სრულმაშტაბიანი ბუნებრივ საფარიანი მოედნები, თანამედროვე ინტერიერი, სამედიცინო კაბინეტები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა გუნდების მასპინძლობისა და შეკრებების უზრუნველსაყოფად. ცენტრი იდეალურია როგორც ტრენინგ-კემპებისთვის, ისე ტურნირების ორგანიზებისთვის.