
- ივლისი 25, 2025
სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
სასტუმრო მარკო პოლო გუდაური Landmarker Group-ის ფლაგმანი სასტუმროა და გუდაურის პირველი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო, რომელიც 1988 წელს გაიხსნა. მისი გახსნა იქცა გადამწყვეტ ეტაპად კურორტის განვითარებისთვის და სათხილამურო ტურიზმის საწყისად საქართველოში.
დღეს მარკო პოლო გთავაზობთ სრული სერვისის 5-ვარსკვლავიან დასასვენებელ სივრცეს 121 ოთახით, სპათი, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით და სათხილამურო ტრასებთან პირდაპირი წვდომით. სასტუმრო გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით და მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტანდარტებით, რაც მას ლიდერ პოზიციას უნარჩუნებს კავკასიის რეგიონში.