Landmarker Group-ის ახალი პროექტი – Landmarker Camps – პირველ აქტივობას იწყებს.
10-12 ივლისს, გუდაურში, გაიმართება სამდღიანი აქტივობა „მშობლების დღეები“ — მშობლებისთვის შექმნილი შემეცნებითი, ემოციური და განტვირთვაზე ორიენტირებული სივრცე.

ბანაკს გაუძღვება ფსიქოთერაპევტი, ტრენერი, ლექტორი, სამოტივაციო სპიკერი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი და პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) წევრი — ლალი ბადრიძე.
პროექტის მიზანია, მშობლებს რამდენიმე დღით მისცეს შესაძლებლობა, ყოველდღიურობისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე – ოჯახურ ურთიერთობებზე, ემოციურ კეთილდღეობაზე, ბავშვებთან კომუნიკაციაზე, თანამედროვე მშობლობის გამოწვევებსა და პირად ბალანსზე.
აქტივობის ფარგლებში მონაწილეებს ელოდებათ ლექციები, პრაქტიკული შეხვედრები, დისკუსიები და ინტერაქციული სესიები, რომლებიც აერთიანებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებებს.
„მშობლების დღეები“ Landmarker Camps-ის კონცეფციის პირველი ნაბიჯია – სივრცეების სერია, რომელიც მომავალშიც გააერთიანებს ადამიანებს საერთო ინტერესების, განათლების, გამოცდილებებისა და განვითარების გარშემო.
პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების აქტივობები – ჰაკათონები, მწვანე ბანაკები, თემატური და შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური და პროფესიული შეხვედრები, ასევე სპეციალური პროგრამები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის.
„მშობლების დღეების“ რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.








