გუდაური ტრადიციულად ზამთრის კურორტთან ასოცირდებოდა, თუმცა ბოლო წლებში ის სულ უფრო აქტიურად ყალიბდება საზაფხულო დანიშნულებადაც. ადგილად, სადაც ადამიანები რამდენიმე დღით ტოვევებენ ქალაქის ხმაურს, ისვენებენ მთებში და ახალ გამოცდილებებს იღებენ.

ამ ზაფხულს Landmarker Group-ის სასტუმროები Marco Polo Hotel Gudauri და Alpina Hotel Gudauri სტუმრებს სთავაზობენ მრავალფეროვან აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებას, მოძრაობას, განათლებას, განტვირთვას, მუსიკასა და გართობას.
საზაფხულო ბანაკი ზრდასრულებისთვის – Imodzrave x Alpina
სავარჯიშო კლუბ „იმოძრავესთან“ პარტნიორობის ფარგლებში, სასტუმრო Alpina Gudauri წელსაც უმასპინძლებს ზრდასრულთა საზაფხულო ბანაკებს.

ბანაკის კონცეფცია შექმნილია მათთვის, ვისაც სურს რამდენიმე დღით გამოეთიშოს ყოველდღიურ რუტინას, გაატაროს დრო მთაში და აქტიური დასვენება ახალ ადამიანებთან ერთად გააერთიანოს.
პროგრამა მოიცავს:
- პროფესიონალურ ჰაიკებს ინსტრუქტორებთან ერთად;
- სხვადასხვა სპორტულ და გასართობ აქტივობას;
- საღამოს DJ სეტებსა და სოციალურ შეკრებებს;
- მთაში დასვენებისა და განტვირთვის გამოცდილებას.
გასულ წელს ბანაკმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო წელს პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ფოტოგრაფიის 3-დღიანი მასტერკლასი – Marco Polo Gudauri
ფოტოგრაფ რეზი ყენიასთან და ფოტოსტუდია „მაგნოლიასთან“ თანამშრომლობით, Marco Polo Gudauri ფოტოგრაფიის 3-დღიან მასტერკლასს უმასპინძლებს.

პროექტი განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის, ვისაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები:
- დაესწრებიან ლექციებს ფოტოგრაფიის მიმართულებით;
- მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ ფოტოგადაღებებში მთაში;
- ისწავლიან ფოტოების ადგილზე გამჟღავნების პროცესს;
- იმუშავებენ რეალურ ლოკაციებსა და ბუნებრივ განათებაში.
გუდაურის ლანდშაფტი, ბუნებრივი სინათლე და მთის გარემო მონაწილეებს სრულიად განსხვავებულ შემოქმედებით გამოცდილებას შესთავაზებს. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
Yoga Retreat – Alpina Gudauri
Alpina Gudauri ასევე უმასპინძლებს Yoga Retreat-ს, რომელიც იოგის მასტერ ვერონიკა ჭკადუასთან ერთად გაიმართება.

ვერონიკას იოგის მიმართულებით განათლება მიღებული აქვს ინდოეთსა და აშშ-ში და Retreat-ის ფარგლებში მონაწილეებს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ გამოცდილებას გაუზიარებს.
პროგრამა მოიცავს:
- იოგის სესიებს სასტუმროს ტერასაზე;
- მედიტაციისა და სუნთქვითი პრაქტიკების ელემენტებს;
- შეხვედრებს იოგის ფილოსოფიისა და ცხოვრების სტილის შესახებ;
- მშვიდ და ბუნებასთან ახლოს გარემოში განტვირთვას.
რეტრიტი განკუთვნილია როგორც მათთვის, ვისაც უკვე აქვს იოგის გამოცდილება, ისე დამწყებებისთვის. ინფორმაცია და რეგისტრაცია ბმულზე.
გუდაური – ოთხი სეზონის გამოცდილება
Landmarker Group-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუდაური მხოლოდ ზამთრის კურორტად არ აღიქმებოდეს. ზაფხულის სეზონი გვაძლევს შესაძლებლობას, სტუმრებს სრულიად განსხვავებული გამოცდილებები შევთავაზოთ – აქტიური, შემეცნებითი და დასასვენებელი აქტივობები ერთ სივრცეში.
მთები ზაფხულშიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც თოვლიან სეზონზე – უბრალოდ, განსხვავებული ფორმით.








