Skip to main content

Landmarker Group გუდაურსა და მის მიმდებარედ მცხოვრებთათვის უფასო ინგლისური ენის კურსს იწყებს, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა.

კურსი 3-თვიანი იქნება და გათვლილია საბაზისო დონის (A1-A2) მონაწილეებზე. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, თითოეული შეხვედრა კი 2 საათს გასტანს. სასწავლო პროცესი გაიმართება Marco Polo Hotel Gudauri-ის ტერიტორიაზე.

რეგისტრაციის გავლა შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს გუდაურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და სურს ინგლისური ენის ცოდნის განვითარება მეგობრულ და პრაქტიკულ გარემოში.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები ჩააბარებენ საბოლოო გამოცდას, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალური ბმულის საშუალებით უნდა გაიარონ: რეგისტრაციის ბმული.

ინიციატივა Landmarker Group-ის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ნაწილია და მიზნად ისახავს გუდაურში და მის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობას.

Leave a Reply