Skip to main content

Landmarker Group-ისთვის რეგიონის განვითარება, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირისა და მომავალი თაობების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, ჯგუფი ყოველწლიურად აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გუდაურის პატარა მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნის.

წელსაც, ტრადიციისამებრ, 1 ივნისს სასტუმრო Marco Polo Gudauri-მ გუდაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. ღონისძიება თბილ და მხიარულ გარემოში გაიმართა, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სასიამოვნო სიურპრიზები იყო მომზადებული.

ღონისძიების დასაწყისში Landmarker Group-ის მარკეტინგის დირექტორმა, ლუკა ზედაშიძემ, ჯგუფის სახელით სტუმრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ბავშვებისთვის ბედნიერი მოგონებების შექმნასა და ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერას აქვს.

დღის განმავლობაში პატარა სტუმრებს საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები შეხვდნენ, რომლებმაც თამაშებით, მუსიკითა და მრავალფეროვანი აქტივობებით მათთვის მხიარული და დაუვიწყარი გარემო შექმნეს.

ღონისძიება Landmarker Group-ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციით დასრულდა. ბავშვებმა თოვლის ბაბუას საკუთარი სურვილების წერილები მისწერეს. ეს ტრადიცია უკვე წლებია Marco Polo Gudauri-ის განსაკუთრებული ისტორიის ნაწილია და პატარა სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ოცნებები და სურვილები ჯადოსნურ მოგონებებად აქციონ.

Landmarker Group მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს, დადებით ემოციებს ქმნის და აძლიერებს კავშირს იმ ადგილებსა და საზოგადოებებთან, რომელთა ნაწილიც ვართ.

Leave a Reply