Skip to main content

Alpina Gudauri გუდაურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ავთენტური სასტუმროა, რომელიც თავის ისტორიას სპორტული სკოლიდან იწყებს. წლების განმავლობაში ალპინამ უამრავი მთის მოყვარული, მოლაშქრე და მოთხილამურე გააერთიანა – მაგრამ საჭირო გახდა მისი იდენტობისა და გამოცდილების განახლება, რათა ბრენდი უკეთ ასახავდეს იმ ენერგიას და თავისუფლების სულს, რაც თავად გუდაურს ამოძრავებს.

2024 წელს Landmarker Group-მა დაიწყო Alpina Gudauri-ის სრული რებრენდინგი. განისაზღვრა სასტუმროს ახალი ბრენდპლატფორმა, რომელიც ალპინას „Outlaw“ არქეტიპზე – თავგადასავლების მაძიებელ და თავისუფლებისმოყვარე სულზე – დაფუძნდა. განახლდა სასტუმროს ვიზუალური იდენტობა, ინტერიერის დეტალები და კომუნიკაციის სტილი, რის შედეგადაც Alpina გახდა ადგილი, რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ განთავსებას, არამედ დაუვიწყარ გამოცდილებასა და ახალ კავშირებს სთავაზობს.

„Bonding People with Adventure“ — ეს არის Alpina Gudauri-ის ახალი სლოგანი, რომელიც აერთიანებს სასტუმროს სულს: აქ ყოველი სტუმარი ხდება ისტორიის ნაწილი, რომელსაც მთის სიყვარული და თავგადასავლების წყურვილი აკავშირებს.

Alpina დღეს უკვე ბევრად მეტია, ვიდრე სასტუმრო – ეს არის გუდაურის ახალი თავგადასავლების ჰაბი, სადაც სპორტი, მეგობრობა და თავისუფლება ერთ სივრცეში იკვეთება.

Leave a Reply