1-ლი ივნისი – ბავშვთა დაცვის დღე – მარკო პოლო გუდაურში განსაკუთრებულად აღინიშნა. სასტუმროს ეზო ერთ დღით ნამდვილ ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა, სადაც სტუმრებად გუდაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გვყავდა.
Landmarker Group-ის გუნდმა პატარებისთვის მოამზადა გასართობი და შემოქმედებითი აქტივობებით სავსე დღე: მხიარული ანიმატორები, სახატავი კუთხე, მუსიკა და უამრავი სიურპრიზი ბავშვებს სიხარულით და ენთუზიაზმით ავსებდა. დღის მთავარი მომენტი კი იყო წერილების წერა თოვლის პაპასთვის, სადაც თითოეულმა პატარამ საკუთარი ოცნება გაუზიარა და სპეციალურ საფოსტო ყუთში ჩააგდო.
ეს დღე მარკო პოლოში მხოლოდ გართობა არ ყოფილა – ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი ადგილობრივ საზოგადოებისთან მჭიდრო კავშირის გასაძლიერებლად, რაც Landmarker Group-ის მისიის ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სივრცეები არამხოლოდ ტურისტებს, არამედ ადგილობრივ ბავშვებსაც დაუვიწყარ გამოცდილებებს სთავაზობდეს.
მოგონებები, რომელიც პირველ ბედნიერ შთაბეჭდილებად დარჩებათ – სწორედ ეს არის მარკო პოლოს მთავარი ჯილდო. 🌟








