Skip to main content

ქართული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის, Landmarker Group-ის წევრებმა – სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურმა“ და ხადას ქოხმა „ხიჟინამ“ – წელს გუდაურში გამართულ Tbilisi Open Air Winter Edition-ს უმასპინძლეს.

გუდაურში ჩატარებულმა ყველაზე მასშტაბურმა ზამთრის მუსიკალურმა ფესტივალმა 3000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის ყველა ნაწილი Landmarker Group-ის ობიექტების ტერიტორიაზე გაიმართა: 28 თებერვალს დღის ნაწილი ჩატარდა სასტუმრო მარკო პოლო გუდაურის ღია სივრცეში, საღამოს პროგრამა – სასტუმროს კორტებზე, ხოლო 1 მარტს ფესტივალი გაგრძელდა ხადას ქოხ „ხიჟინაში“, სადაც სტუმრებს უნიკალური მთის ატმოსფერო და განსაკუთრებული მუსიკალური გამოცდილება დახვდათ.

ფესტივალი სრულად ასახავდა Landmarker Group-ის მისიას — ადამიანებსა და ადგილებს შორის ღირებული კავშირების შექმნას. მუსიკა, მთა, კულტურა და სტუმარმასპინძლობა ერთ სივრცეში გაერთიანდა, რის შედეგადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ არა მხოლოდ ფესტივალს დასწრებოდნენ, არამედ ახალი ადამიანები გაეცნოთ, გაეზიარებინათ საერთო გამოცდილება და განსაკუთრებულ გარემოში შეექმნათ დასამახსოვრებელი მომენტები. სწორედ ასეთი შეხვედრები ქმნის იმ ემოციურ კავშირს, რომელიც ადგილებს უბრალო ლოკაციებიდან ნამდვილ გამოცდილებად აქცევს.

ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუდაურში ზამთრის ფესტივალის ახალ ტრადიციის საფუძველი ჩაიყარა. მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლები ვიყავით და მოუთმენლად ველოდებით მომდევნო წლის ფესტივალს, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტუმარს გააერთიანებს მთაში მუსიკის, კულტურისა და თავგადასავლების გარშემო.

Leave a Reply