Skip to main content

26 დეკემბერს, Landmarker Group-ის სახელით, თოვლის ბაბუა დაბა გუდაურის საბავშვო ბაღს ეწვია და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენდა ინიციატივის დასკვნით ეტაპს, რომელიც 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს დაიწყო. ამ დღეს, სასტუმრო მარკო პოლო გუდაური-ის ეზოში Landmarker Group-მა ბავშვებისთვის ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო სურვილები დაწერეს.

დეკემბერში განხორციელებული ვიზიტის დროს ბავშვებმა სწორედ იმ სურვილების შესაბამისი საჩუქრები მიიღეს, რომლებიც ივნისში ჰქონდათ მიწერილი თოვლის პაპასთვის. აქტივობა განხორციელდა ადგილობრივ თემთან თანამშრომლობისა და ბავშვებისთვის დღესასწაულის დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების მიზნით.

Landmarker Group-ისთვის მნიშვნელოვანია სოციალური ინიციატივების განხორციელება. ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობა, საზოგადოებრივი პროცესების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ბავშვებზე ორიენტირებული აქტივობები ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. მსგავსი ინიციატივები გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ არა მხოლოდ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები, არამედ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორები იმ გარემოში, სადაც ვსაქმიანობთ.

Leave a Reply