Skip to main content

„Unseen Summer Gudauri“ – Landmarker Group-ის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა გუდაურის ზაფხულის სეზონის ხელახალ აღმოჩენას და მთის კურორტის პოტენციალის წარმოჩენას, ზამთრის ფარგლებს მიღმა.

კამპანია, რომელსაც სათავეში გუდაურის ისტორიული Hotel Marco Polo და განახლებული Hotel Alpina ედგა, მორგებული იყო მათზე, ვინც მთას მხოლოდ თოვლთან არ აკავშირებს და ეძებს თავისუფლების, თავგადასავლებისა და შთაგონების ახალ გამოცდილებებს.

კამპანიის ფარგლებში სტუმრებს წარვუდგინეთ ზაფხულის გუდაურის მრავალფეროვანი მხარე: მთის ლაშქრობები, იოგას და პადელის სესიები, ველო ტურები, კალათბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის მატჩები, ხატვის მასტერკლასები და მუსიკალური საღამოები მარკო პოლოს ეზოში.
გარდა ამისა, კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ინფლუენსერებმა, რომელთა საშუალებითაც გუდაურის ზაფხულის ახალი სახე ათასობით ადამიანამდე მივიდა.

„Unseen Summer Gudauri“ გახდა გუდაურის სეზონური დივერსიფიკაციის პირველი ნაბიჯი – გზა, რომელიც მთის კურორტს საშუალებას აძლევს, ზამთრის სეზონურობაზე დამოკიდებულება შეამციროს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულება გახდეს.

Landmarker Group მომავალშიც გააგრძელებს გუდაურის ახალი ისტორიების შექმნას – ისტორიების, რომლებიც ადამიანებსა და ადგილებს ერთმანეთს აკავშირებს.

Leave a Reply